მასწავლებლის ბლოგი
ტრეინინგის მეექვსე დღე
ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, ავტვირთე ბლოგზე, გავეცანი შეფასების სხვადასხვა სახესა და რუბრიკას.
სასწავლო პროექტი
,,ქართული საგანძური’’
მთავარი იდეა: ქართული მატერიალურ–კულტურული ძეგლების შესწავლა. არგუმენტირებული
მსჯელობა რელიგიურ კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით.
პროექტის მიზანი: მსჯელობა და შესწავლა ქართული კულტურის თავისთავადობაზე კონკრეტული ნიმუშების გათვალისწინებით.
გამოუმუშავდეთ კვლევის უნარ–ჩვევა, გაუფრთხილდნენ ეროვნულ საგანძურს.
შეძლონ საგნებთან კავშირის დამყარება, ხელოვნება/ რელიგია/ ისტორია.
მოსწავლეთა ასაკი 16 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა: 12 დღე.
მოსალოდნელი შედეგი/ პროდუქტი , რაც შეილება შეიქმნას: ღრმად შეისწავლონ ჩვენი ქვეყნის კულტურა და ისტორია ეთნოგრაფიულ ჭრილში.
შექმნან ფოტოსლაიდები ვიდეო მასალა ისტ გამოყენებით.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი: კომპიუტერი/ ინტერნეტი/ სლაიდები/პროექტორი/თაბახის ფურცლები/დიდი ფორმატის ფურცელი გაზეთისათვის/
რუკა/ცარცი/ დაფა.
პროექტის მსვლელობა: გავეცნობით საქართველოს ხელოვნებისა და ისტორიის უმნიშვნელოვანეს მატერიალურ სიმდიდრეს.
ყურადღებას გავამახვილებთ ქართული ხუროთმოძღვრების კედლის მონუმენტური მხატვრობის, ორნამენტის, მინანქრის, ჭედურ–პლასტიური ხელოვნების უძველეს ხელნაწერთა შესახებ.
ასევე გავეცნობით ქართული ხალხური რეწვის უძველეს ნიმუშებს: სამოსი/ფარდაგი და საეკლესიო ნაქარგობა.
გავიცნობთ ქართულ ფოლკლორს, საგალობლებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ქორეოგრაფიის ნიმუშებს.
გავეცნობით იმ ადამიანების ცხოვრების საინტერესო დეტალებს ვინც გუშაგად ედგა ქართულ საგანძურს. ( წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება/ ექვთიმე თაყაიშვილი/ ფილიმონ ქორიძე/ ნინო რამიშვილი / ილიკო სუხიშვილი.
კლასს გავყოფთ 6 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებას;
I _ მოიძიონ ინფორმაცია ქართული ხუროთმოძღვრების, კედლის მხატვრობის და ორნამენტთა შესახებ.
II _ მოიძიონ ინფორმაცია უძველესი ხელნაწერების,ჭედური ხელოვნების, მინანქრის ტექნიკის,ხატწერის ნიმუშებსა და სტილზე.
III _ მოიძიონ ინფორმაცია ქართული ხალხური რეწვის: სამოსი, საეკლესიო ნაქარგობა,ფარდაგები.
IV _ მოიძიონ ინფორმაცია ქართული ფოლკლორის:საგალობლები , ქორეოგრაფია– საშემსრულებლო სკოლების ისტორიის შესახებ.
V _ შეაგროვონ ბიოგრაფიული ცნობები და საინტერესო დეტალები იმ ადამიანთა შესახებ ვინც შემოგვინახა ქართული საგანძური.
VI _ უძრუნველყონ ტექნიკური მხარე ფოტო/ ინტერნეტი/კედლის გაზეთის და დიზაინი. განკარგონ ფინანსური რესურსი, რაც ჭირდება პროექტს მომზადებას.
ჯგუფებმა მოამზადა ელექტრონული პრეზენტაცია:

კავშირი საგნობრივ ჯგუფთან:ისტორია– ხელოვნება.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: ხელოვნება X 3
ისტორია:X 3
შედეგი მიღწეულია: იმსჯელებენ ქართული ხელოვნების ძირითად ნიმუშებზე.
იმსჯელებენ ქართული კულტურის თავისთავადობასა და თვითმყოფადობაზე კონკრეტული
ნიმუშების გათვალისწინებით/. მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას ბიბლიოთეკასა და ინტერნეტში. / შეძლებენ შეძენილი ცოდნის სათანადო წარდგენას ჯგუფის წევრებთან პროექტზე მუშაობისას. /განივითარებენ თანამშრომლობის უნარ–ჩვევებს გამოავლენენ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფლობისა და გამოყენების უნარებს./ გამოავლენენ კრიტიკული აზროვნების უნარებს./
Подписаться на:
Сообщения (Atom)